1.პროექტის სახელი:,,მონასტერი"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები შეადგენენ მარშრუტს თუ როგორ წავიდნენ
მონასტერში.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები წავლენ მათ მიერ არჩეულ მონასტერში. გამოიკვლევენ მის ისტორიულ-
გეოგრაფიულ მდებარეობას. გაარკვევენ თუ რომელ საუკუნეში აიგო ეს მონასტერი. ვინ ააგო.გაეცნობიან ბერების
ცხოვრებას. ასახავენ ფოტოზე. გაესაუბრებიან იქ მაცხოვრებლებს და გაიგებენ რაიმე ლეგენდებს, თქმულებებს და საერთოდ
ყველაფერს რაც კი მასალა არსებობს ამ მონასტერთან დაკავშირებით.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-16/VII-XII
5.ვადები/ ხანგრძლივობა: 4 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:შესაძლებელია დამხმარე ლიტერატურის მოძიება, ინტერნეტის საშუალებით
მასალების მოძიება.შემდგომ ამ მასალების ანალიზი, პრეზენტაცია და ელ. ვერსიის შედგენა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პირველ რიგში მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის
კულტურულ მემკვიდრეობას. გაეცნობიან ჩვენი მონასტრების ისტორიას და უფრო სათანადოდ დააფასებენ,
გაუფრთხილდებიან. მათ გამოუმუშავდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი. ისწავლიან ერთმანეთის სიყვარულს,
პატივისცემას და კომუნიკაბელურობას. ასევე გამოუმუშავდებათ მასალის კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევა.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები მიაწვდიან სხვებს საინტერესო მასალებს თავიანთი კუთხის მონასტრების შესახებ.
გააცნობენ საქართველოს ყველა კუთხის ხალხს თავიანთი მონასტრების ისტორიას. აგრეთვე თვითონაც გამოუმუშავდებათ
საკუთარი ისტორიული ძეგლების სიყვარული და გაუფრთხილდებიან მათ.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი მონასტრების ისტორიის შესახებ.
გეოგრაფია-იმოგზაურებენ და აღწერენ საკუთარი კუთხის მონასტრებს. ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების
დასახელებას.
.ლიტერატურა-მოსწავლეები მოიძიებენ თქმულებებს, ლეგენდებს,შექმნიან ესეებს, ჩანახატებს
რელიგია-შეისწავლიან ბერების ცხოვრებას.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
12.პროექრის ფასილიტატორის სახელი: მარიკა საძაგლიშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mari.teimurazi.sadzaglishvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http//www.proeqtimonasteri.blogspot.com
პროექტის ფასილიტატორი:მარიკა საძაგლიშვილი
пятница, 14 ноября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)